Thursday, March 9, 2017

ტრენინგის შეჯამება

ინტელის სასწავლო კურსის გავლა ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი.მივიღე ცოდნა როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული.შევქმენით პროექტები  რომლებსაც განვახორციელებთ და დავნერგავთ ჩვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში.ასევე ჩემთვის საინტერესო იყო დროში გაწერილი შფასების გეგმების შესწავლა,ფასილიტაციის რესურსების შექმნა და პროექტის პრეზენტაცია.

ტრენინგის მეცხრე დღე

ტრენინგის მეცხრე დღე იყო ძალიან საინტერესო.გადავხედეთ განვლილ მასალას.მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტების პრეზენტაციები.ყველა პროექტი აღმოჩნდა საინტერესო .ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო მაია სამხარაძის პროექტი სათაურით "მამული,ენა, სარწმუნოება."ასევე მანანა სამხარაძის პროექტი რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეთა რელიგიური განვითარების სრულყოფას.
რაც შეეხება სხვა პროექტებს ჩემი ყურადღება მიიპყრო ასევე ქალბატონ ნანა ქავთარაძის პროექტმა რომელიც შეეხება ელექტრული დენის მიღებას და ამოყენებას.იგი ხელს შუწყობს მოსწავლეთა თეორიული ცოდნის დაკავშირებას პრაქტიკასთან და ალტერნატიული გზების ძიებას.

Sunday, March 5, 2017

ტრენინგის მერვე დღე

ტრენინგის მერვე დღეს გავიმეორეთ წინა მასალა,შევქმენითფასილიტაციის რესურსი.გადავხედეთ ჩვენს პორთფოლიოს და გადავარქვით სახელები ჩვენს დოკუმენტებს.პორთფოლიოები ავტვირთეთ ბლოგზე.

Saturday, March 4, 2017

ტრენინგის მეშვიდე დღე

 პირველ რიგში გავიმეორეთ განვლილი  მასალა.  ვიმუშავეთ  ყველა მოსწავლეზე გათვლილ საჭიროებებზე. შემდეგ  პროექტის გეგმაზე. დღევანდელმა დღემაც შინაარსიანად და საინტერესოდ ჩაიარა.